ფორსაჟი 9
F9
- გამოშვების წელი: 2021
- კატეგორია: დეტექტივი / კრიმინალური / მძაფრ-სიუჟეტიანი / სათავგადასავლო
- რეჟისორი: ჯასტინ ლინი
- მსახიობები: შარლიზ ტერონი, ჯიმ პერაკი, ჯონ სინა, ვინ დიზელი, ჰელენ მირენი, მიშელ როდრიგესი, ლუკას ბლეკი, ჯორდანა ბრიუსტერი, ნატალი ემანუელი
ლეგენდარული ექშენ-ფრენჩაიზის მეცხრე ნაწილი ქუჩის რბოლების შესახებ, სადაც დომენიკ ტორეტოს გუნდი კვლავ აგრძელებს თავის გრანდიოზულ თავგადასავალს. ახლა დომინიკი მის მეუღლესთან, ლეტისთან და შვილთან ბრაიანთან ერთად, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ მათ იციან, რომ მშვიდი ჰორიზონტის მიღმა ყოველთვის საფრთხე იმალება. და ამჯერად, ეს საფრთხე დომინიკს თავისი წარსულის ცოდვებთან დაპირისპირებას აიძულებს. კიბერტერორისტი, საიფერი პატარა ბრაინას გაიტაცებს. ტორეტოს გუნდი ერთიანდება, რათა ყველაზე გამოცდილი მკვლელის მეთაურობით მსოფლიოს გამანაგურებელი შეთქმულება შეაჩერონ. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება იმით, რომ საიფერი პროფესიონალ დაქირავებულ მძღოლს ჯეიკობს – დომინიკის უმცროს ძმას იყენებს.